
გაშენებული უმეტესად ჩრდ-აღმოსავლეთით გადაშლილ, ვაკე ტერიტორიაზე, სოფლიდან 3კმ-ის დაშორებით, აღმოსავლეთით აშენებულია სხვილოს (ცხვილოს) ციხე. სოფელ ქვემო ჭალის ისტორია იწყება სწორედ სხვილოდან. სხვილო ძველი ისტორიული სოფელია და მოგვიანებით მოსახლეობა ქვემოთ, ჭალა ადგილას დასახლებულა. აქედან მომდინარეობს სოფლის სახელწოდებაც ქვემო ჭალა.
სხვილოს ციხე თავად ამილახვრების რეზიდენცია იყო, გვიან შუა საუკუნეებში ამილახვრებმა ქვემო ჭალაში ააშენეს ციხე, სასახლე და რეზიდენციაც აქ გადმოიტანეს. სხვილოდან ,, ქვემოთ" ჭალაში პირველად ანდუყაფარ ამილახვარი ჩამოსახლებულა. მასვე აუშენებია სპარსული აბანოები.
No comments:
Post a Comment